E60 ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა

პროექტის შესახებ

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი ე.წ. საუკუნის პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შემადგენელი ნაწილია. პროექტი სრულდება საკმაოდ რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე, ურთულესი  საინჟინრო კონსტრუქციებით. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი, რიკოთის პროექტის 4 სექციიდან ერთ-ერთია და მისი მანძილი 11,6 კმ-ს შეადგენს. ამავე მონაკვეთზე შენდება 17 ხიდი და 3 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლიდან მიმდინარეობს და 2024 წელს დასრულდება.

ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, აშენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი.

პროექტის შესახებ
დასაქმება
დასაქმება

ჩუმათელეთი-ხევის მშენებლობაზე 567 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 321 საქართველოს მოქალაქეა.

მშენებელი კომპანია
მშენებელი კომპანია

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited ახორციელებს.

დაფინანსება
დაფინანსება

პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის (World Bank) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ და მისი ბიუჯეტი 329,8 მლნ ლარია.

მონიტორინგი

სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას JV of Soosung Engineering Co და DOHWA Consulting Engineers Co უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).

მონიტორინგი
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს