პლატფორმა აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში არსებული საავტომობილო გზების, უღელტეხილებისა და მაგისტრალების შესახებ. გთავაზობთ სიახლეებს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
საქართველოს გზები იყოფა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივ და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად.
ამჟამად, საერთაშორისო მნიშვნელობის ქსელზე მაგისტრალური გზები ვითარდება სამი ძირითადი მიმართულებით: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური პროექტები, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური პროექტები და კახეთის მიმართულება.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არამაგისტრალური გზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზეც.
პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ სექციაში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია კონკრეტული მონაკვეთების შესახებ, როგორიც არის მშენებელი კომპანია, ზედამხედველი კომპანია, ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ ლოტების მიხედ ვით, მშენებლობის ეტაპები და პროექტის დეტალები.