E60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთი საავტომობილო გზის კმ0-კმ11 (ლოტი 1)

პროექტის შესახებ

მთლიანობაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი 4 მონაკვეთადაა დაყოფილი. პროექტის ფარგლებში, ჯამში 51,5 კმ სიგრძის გზა აშენდება. ლოტი 1 (კმ0-კმ11), მოიცავს 11,5 კმ სიგრძის გზასა და 8 ხიდს. ამ ეტაპზე მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი.

ახალი, ოთხზოლიანი გზა 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს და გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს. აღნიშნული პროექტის სამი მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ არის დაფინანსებული, პირველ ლოტს კი საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

პროექტის მიზანია, გაზარდოს სატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობა, რადგან აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს, მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს გადაადგილება და ხელი შეუწყოს სატრანზიტო ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობას.

პროექტის შესახებ
დაფინანსება
დაფინანსება

აღნიშნული პროექტის სამი მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერაა დაფინანსებული, პირველ ლოტს კი საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს