მთლიანობაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი 4 მონაკვეთადაა დაყოფილი. მეორე (ჯაპანა-ლანჩხუთის) და მეოთხე მონაკვეთების მშენებლობა უკვე დასრულებულია. მესამე მონაკვეთი 12 კმ სიგრძისაა. ამავე პროექტის ფარგლებში აშენდება 9 სატრანსპორტო კვანძი. აღნიშნული გზა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება.
პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე ლოტის მშენებლობაზე 160 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 136 საქართველოს მოქალაქეა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group Co., Ltd ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ და მისი ბიუჯეტი 324.6 მლნ ლარია.
სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია JV TEMELSU-KOCKS უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).