ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 12.7 კმ სიგრძის, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 4 გვირაბის მშენებლობა, ასევე, 1 ხიდის რეაბილიტაცია. გვირაბების ზომებია (1541 მ, 194 მ, 388 მ და 299 მ).
ხიდების ჯამური სიგრძე 1.6 კმ-ია. მათგან ერთი 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი იქნება, რომელიც ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციაა. მისი თაღის სიგრძე 285 მეტრია და, ამ ეტაპზე, საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია 435 მ სიგრძის და შედარებით მცირე (322 მ, 218 მ, 148 მ და 42 მ) ხიდების მშენებლობაც.
მთავარი გზის ინფრასტრუქტურის კომპონენტების გარდა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვიზიტორთა ცენტრი. ეს ობიექტი საპროექტო ზონაში აგრობიზნესის, კონსერვაციის, ეკოტურიზმის განვითარების და თემის მდგრადი განვითარების პოტენციური ცენტრის როლს შეასრულებს. ვიზიტორების ცენტრი წარმოადგენს პროექტის კომპონენტს, რომლის მეშვეობით, ხადის ხეობის მოსახლეობა მიიღებს პირდაპირ სარგებელს პროექტიდან.
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე 455 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 249 საქართველოს მოქალაქეა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd ახორციელებს.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და მისი ბიუჯეტი 316.7 მლნ ლარია.
სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია UBM ULUSLARARASI BİRLEŞMİŞ MÜŞAVİRLER MÜŞAVİRLİK HİZMETLERİ A.Ş. უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).