პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის გაგანიერებას და ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზაა. დაყოფილია 8 მონაკვეთად. ხელშკრულებები გაფორმებულია 5 მონაკვეთზე
დარჩენილ 3 მონაკვეთზე კი მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე იგეგმება ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა.დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის გაგანიერებას და ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზაა. აღნიშნული მონაკვეთი 39,5 კმ სიგრძისაა და მოიცავს 6 ხიდს. პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტები 2024 წელს დასრულდება.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მისი ბიუჯეტი 43.6 მლნ ლარია.