ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

პროექტის შესახებ

მესტიის მუნიციპალიტეტში, 4 პროექტის ფარგლებში, 51 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, სრულად განახლდება დაზიანებული გზა და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

რეგიონისათვის დამახასიათებელი რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (წვიმა, თოვლი, ნისლი), მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოეწყობა ფოლადის ბაგირული ზღუდარები და პლასტმასის მიმმართველი სასიგნალო ბოძკინტები. ეს მონაკვეთები ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის ნაწილია.

ზემო და ქვემო სვანეთის სარეაბილიტაციო გზები მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე ებმის ერთმანეთს, ზაგრის უღელტეხილზე.

პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება აღმოსავლეთ რეგიონებიდან სოფელ უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო. ხარისხიანი და უსაფრთხო საავტომობილო გზა მოძრაობას უფრო კომფორტულს გახდის და ტურისტებს გადაადგილებას გაუადვილებს. ტურისტების რაოდენობის ზრდა კი მნიშვნელოვანია საკურორტო პოტენციალის სრულად გამოყენებისთვისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

პროექტის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს