რუბრიკა “საქართველოს გზები” – საერთაშორისო დერეფნების განვითარება

ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო დერეფნების განვითარებაა, სადაც სამი მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები: აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ-სამხრეთით და კახეთის მაგისტრალი.
რა გადაწყვეტილებებია მიღებული უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რა არის ბიუჯეტი აღნიშნული გზების და რა ეტაპზეა ახლა მიმდინარე სამუშაოები – ამ საკითხებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა იმედის დილის რუბრიკაში “საქართველოს გზები” ისაუბრა.