ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გზის ნაწილი)
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გვირაბის ნაწილი)
ჩრდილოეთ-სამხრეთის (E117) საერთაშორისო მაგისტრალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და კავშირის გაუმჯობესებაში, რაც, თავისთავად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
აღნიშნული გზის განახლება და გაუმჯობესება მნიშვნელოვანია რეგიონული ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვისაც. მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას მეტი წვდომა ექნება სასურველ პროდუქტსა და სერვისებზე, ტურიზმის განვითარება კი მათ მცირე ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობასაც მისცემს.
ამ ეტაპზე, ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო მაგისტრალზე ორი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს: ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი.
სამშენებლო სამუშაოები დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციების მიერ. პროექტის დამტკიცებამდე, საერთაშორისო კომპანიებმა ჩაატარეს შესაბამისი კვლევები, მშენებლობის პროცესში კი ხორციელდება რეგულარული მონიტორინგი.
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გზის ნაწილი)
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გვირაბის ნაწილი)