E117 საერთაშორისო გზის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა (გვირაბის ნაწილი)

პროექტის შესახებ

ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. გვირაბი სოფელ წკერესთან იწყება, გაივლის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ და სოფელ კობთან სრულდება. მთავარი გვირაბის პარალელურად შენდება 9 კმ-იანი საევაკუაციო გვირაბი.

აღნიშნული გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით – ერთ-ერთი უნიკალური იქნება. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის, ჩინეთში, სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადდა გვირაბგამყვანი დანადგარი – TBM (Tunnel Boring Machine). მნიშვნელოვანია, რომ TBM მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

პროექტის შესახებ
დასაქმება
დასაქმება

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე 657 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 414 საქართველოს მოქალაქეა.

მშენებელი კომპანია
მშენებელი კომპანია

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China Railway Tunnel group Co., Ltd ახორციელებს.

დაფინანსება
დაფინანსება

პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციების, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ და მისი ბიუჯეტი 909 მლნ ლარია.

მონიტორინგი

სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია UBM ULUSLARARASI BİRLEŞMİŞ MÜŞAVİRLER MÜŞAVİRLİK HİZMETLERİ A.Ş. უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).

მონიტორინგი
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს