E60 ჩქაროსნული მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა (F4)

პროექტის შესახებ

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი ე.წ. საუკუნის პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შემადგენელი ნაწილია და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ამ კონკრეტული მონაკვეთის გზის სიგრძე 14,7 კმ-ია, თუმცა პროექტი ასევე მოიცავს 17 ხიდსა და 10 გვირაბს. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლიდან მიმდინარეობს და 2024 წელს დასრულდება.

ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, აშენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი.

პროექტის შესახებ
დასაქმება
დასაქმება

შორაპანი-არგვეთას მშენებლობაზე 1117 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 568 საქართველოს მოქალაქეა, 549 კი უცხოელი.

მშენებელი კომპანია
მშენებელი კომპანია

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია Guizhou Highway Engineering Group Co Ltd და China National Technical Import & Export Corporation ახორციელებს.

დაფინანსება
დაფინანსება

პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და მისი ბიუჯეტი 582.7 მლნ ლარია.

მონიტორინგი

სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია UBM ULUSLARARASI BİRLEŞMİŞ MÜŞAVİRLER MÜŞAVİRLİK HİZMETLERİ A.Ş უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).

მონიტორინგი
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს