ფოთის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე შენდება ახალი, 8 მალიანი, 436 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდამდე მისასვლელი გზების მშენებლობაც. ჯამში, ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე 2
არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრებიც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით, არსებული პრობლემა მოგვარდება და შესაძლებელი იქნება უსაფრთხო მგზავრობა.
ფოთის ხიდის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო.
პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და მისი ბიუჯეტი 60,8 მლნ. ლარია.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია MIRBUD-CS ახორციელებს.
ფოთის ხიდის მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანიები UBM Uluslararasi Birlesmis Musavirler Musavirlik Hizmetleri A.S. და IRD Engineering S.R.L უწევენ. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).