შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია

პროექტის შესახებ

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. გზა საკმაოდ რთულ გეოლოგიურ რელიეფზე გადის და მისი სიგრძე 42 კმ-ია. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე – ტურიზმის განვითარებას, რადგან აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმსა და თბილისთან.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. ამ ეტაპზე 16 კმ გზის რეაბილიტაცია დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 ხიდის მშენებლობაც. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება.

პროექტის შესახებ
დაფინანსება
დაფინანსება

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს