გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე – ქვეყნაში შემოსული ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც შემუშავდა გზის რეაბილიტაციის პროექტი.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 33,6 კმ-ა და დამატებით მოიცავს 6 ხიდს. პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მისი ბიუჯეტი 66.7 მლნ ლარია.