საგარეჯო-ბადიაურის 4 ზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. პროექტით გათვალისწინებულია ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა სოფელ ბადიაურთან, ასევე 4 ხიდის, 8 გზაგამტარისა და 86 წყალგამტარის მშენებლობა. გარდა ამისა, საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ, გაუმჯობესდება ადგილობრივი საგზაო ქსელი და დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.
მონაკვეთის სიგრძე 17 კმ-ია. სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობაზე 486 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 254 საქართველოს მოქალაქეა.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის (World Bank) მიერ და მისი ბიუჯეტი 276.8 მლნ ლარია.
სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IRD Engineering S.r.l უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).