საქართველოს გზები საქართველოს გზები
  • აღმოსავლეთ-დასავლეთი
  • ჩრდილოეთ-სამხრეთი
  • კახეთის მიმართულება
  • არამაგისტრალური გზები
  • FAQ
  • en
  • ge

რუბრიკა “საქართველოს გზები” – ბაკურციხე – წნორის შემოვლითი გზა

ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა.

ის სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სამშენებლო სამუშაოები, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.

Related News
  • გზების მშენებლობის მიმდინარე პროექტები – ბიზნეს ინსაიდერი ივლისი 8, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – კახეთის მიმართულებით მიმდინარე გზის პროექტები ივნისი 26, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – დასავლეთ საქართველოში მიმდინარე გზის პროექტები ივნისი 20, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია ივნისი 15, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა ივნისი 11, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – მასშტაბური პროექტების განსახორციელებელი ღონისძიებები მაისი 29, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა მაისი 1, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – ქვეშეთი-კობის გზის პროექტის 9კმ-იანი გვირაბი გაიჭრა აპრილი 24, 2024
  • რუბრიკა “საქართველოს გზები” – საერთაშორისო დერეფნების განვითარება აპრილი 18, 2024
  • Georgian (Georgia)