E70 ჩქაროსნული მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთი შემოვლითი გზის მშენებლობა კმ0-კმ14

პროექტის შესახებ

გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და ტრანსპორტი, გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით, ავტომაგისტრალით  იმოძრავებს.

აღნიშნული გზის სიგრძე 14 კმ-ია. პროექტში გათვალისწინებულია 30 ხიდისა და 4 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაც.

საბოლოოდ, აღნიშნული პროექტი გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში. სამტრედიიდან ჭოროხამდე იქნება ახალი, 110 კმ-მდე გზა, რომლის მეშვეობითაც საკურორტო ზონების გვერდის ავლა იქნება შესაძლებელი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე – რეგიონისთვის, რადგან ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვებს, ტურიზმის განვითარებას და, რა თქმა უნდა, ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის 2024 წელს დასრულდება.

პროექტის შესახებ
დასაქმება
დასაქმება

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობაზე 287 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 268 საქართველოს მოქალაქეა.

მშენებელი კომპანია
მშენებელი კომპანია

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია Joint venture POLATYOL & MAPA ახორციელებს.

დაფინანსება
დაფინანსება

პროექტი დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ და მისი ბიუჯეტი 228.7 მლნ. ლარია.

მონიტორინგი

სამშენებლო პროცესს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია JV TEMELSU-KOCKS უწევს. საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ამოწმებს გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას, ატარებს საჭირო ლაბორატორიული ტესტირებებს, აწარმოებს ხარისხის კონტროლს, ამოწმებს შრომისა და უსაფრთხოების შესაბამისობას სამუშაოების მიმდინარეობისას, ათანხმებს სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიებს, ამოწმებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, სწავლობს გარემოსა და სოციალური საკითხებს, ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშებს და ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციებს (ნახაზებს, საინჟინრო ანგარიშებს).

მონიტორინგი
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს